არსენ ვენგერი მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელში ერთხელ ჩატარებაზე

არსენ ვენგერი მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელში ერთხელ ჩატარებაზე მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ერთხელ ჩატარების იდეას FIFA-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების უფროსი, არსენ ვენგერი გამოეხმაურა და აღნიშნა ყველას სურს მეტი შეჯიბრის ხილვა.

«მწამს, რომ ფეხბურთელებს მნიშვნელოვან მატჩებში სურთ თამაში. მათ არ სურთ ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებში თამაში. ყველას მეტი შეჯიბრი სურთ. ახლა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა შემოგთავაზოთ, თუნდაც 10 წუთით თქვენ დამთანხმდებით.

აუცილებელია, მეტი ასეთი შესაძლებლობა მივცეთ ფეხბურთელებს. ახლა, თუ რომელიმე გუნდი საკმარისად კარგი ვერ არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მას უსასრულოდ უწევს ლოდინი. თუ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო ტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.

ვფიქრობ ეს აზროვნებას ცვლის, უჩვეულოა. აღსანიშნავია, რომ დროის აღქმაც შეიცვალა და ახალგაზრდა თაობას სურს, რომ სულ უფრო მეტად გაართონ ისინი
», – ამბობს არსენ ვენგერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ