ლიონელ მესი მსაჯს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

ლიონელ მესი მსაჯს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს ბრაზილიელი მსაჯის ვილტონ სამპაიოს ქმედებები, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში არგენტინა - პერუს შეხვედრას სჯიდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ლიონელ მესის უკმაყოფილების საგანი გახდა.

ცნობილი გამოცემა Marca იტყობინება, რომ 34-წლის არგენტინელი სამპაიოს გადაწყვეტილებებს საეჭვოდ მიიჩნევს. მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ ბრაზილიელი მსაჯის მისამართით თქვა: «ყოველ ჯერზე, როდესაც ეს მსაჯი ჩვენს შეხვედრას სჯის მსგავსი რაღაცეები ხდება. მეჩვენება, რომ ის ამას სპეციალურად აკეთებს».

აღსანიშნავია, რომ ეს არგენტინელი ფეხბურთელების პირველი ჩივილი არ არის. 2021 წლის ამერიკის თასის 1/4 ფინალური შეხვედრის შემდეგ ასევე უკმაყოფილების საგანი გახდა ვილტონ სამპაიოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც მან შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ