ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში რონალდო კანდიდატს ასახელებს

ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში რონალდო კანდიდატს ასახელებს მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების კანდიდატად ესპანური გრანდის ფორვარდი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

«ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ქარიმ ბენზემა ჩემი კანდიდატია. საუკეთესო თავდამსხმელი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უბრალოდ მხეცი და რაც მთავარია ჩემპიონი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?» — წერს რონალდო ინსტაგრამზე.


33-წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქარიმ ბენზემას აქტივში 10 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

გამომცემლობა France Football-მა 8 ოქტომბერს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 30 კანდიდატის სია გამოაქვეყნა. ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერს შატლეს თეატრში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ