ინტერი მარსელო ბროზოვიჩს წლიურ 4,5 მილიონ ევროს სთავაზობს

ინტერი მარსელო ბროზოვიჩს წლიურ 4,5 მილიონ ევროს სთავაზობს მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც ამ მომენტისთვის იტალიური ინტერის ღირსებას იცავს, დღეს კლუბის ხელმძღვანელობასთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ 28-წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ნერაძურისთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული და თუ არსებულ შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს მილანური კლუბის დატოვებას.


იტალიური გრანდის მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ 28-წლის ხორვატი მოქმედ ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს. გაცნობებთ, რომ ნერაძურის მესვეურებმა ბრაზოვიჩს უკვე შესთავაზეს წლიური 4,5 მილიონი ევრო და ბონუსები.

თავად ბრაზოვიჩს კი სურვილი აქვს 5,5 - 6 მილიონი ევრო მიიღო წელიწადში.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ