აგენტი: თუ ნოიერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ ნიუბელი კლუბს დატოვებს

«ალექსანდერი განსაკუთრებული მეკარეა, მონაკოში ახლა ის ნომერი პირველია და დღითი-დღე სულ უფრო კარგი ხდება. მანუელ ნოიერი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ ეს უკანასკნელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და 37 წლამდე ხელუხლებელი იქნება, მაშინ ჩვენ გამოსავალს მოვნახავთ. ნიუბელი სხვა გზას მონახავს. ეს პრობლემას არ წარმოადგენს», — შტეფან ბაქსის სიტყვებს ციტირებს Sport1.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ნიუბელი მიუნხენის ბაიერნში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 2021 წლის ზაფხულში 25-წლის გერმანელი მეკარე ორ-წლიანი იჯარის წესით მონაკოში იქნა გასხვისებული.
Transfermarkt-ის ინფორმაციით ახალგაზრდა გერმანელი კარის დარაჯის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს. მანუელ ნოიერის მოქმედი ხელშეკრულება გერმანულ გრანდთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა გაფორმებული.