«ლაციოს» «ბარსელონას» ნახევარმცველი სურს

წყაროს ინფორმაციით საუბარი კატალონიელების 27 წლის შემტევს რაფინიას ეხება. «ლაციო» ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ესპანურ გრანდს 12 მილიონ ევროს სთავაზობს.
goal.com-ის ინფორმაციით ესპანელები მზად არიან რაფინია გუნდიდან გაუშვან, ხოლო დავიდ სილვასთან ჩავარდნილი შეთანხმების შემდეგ რაფინია «ლაციოსთვის» იდეალური ალტერნატივა იქნება.
transfermarkt-ის ცნობით 27 წლის ბრაზილიელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 9,5 მილიონ ევროს შეადგენს. რაფინიას მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონში რაფინიამ «ბარსელონას» მაისურით ჯამში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.