მანჩესტერ სიტი რეალის სასურველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს იწყებს

მანჩესტერ სიტი რეალის სასურველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს იწყებს ერლინგ ჰოლანდი, რომელიც ამ მომენტისთვის დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავს მანჩესტერ სიტის მთავარ სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს. The Times-ის ინფორმაციით მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრიტანელები ნორვეგიელ ფორვარდთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

The Times იტყობინება, რომ ქალაქელებს ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან, შეხვედრა სურთ, რათა ზაფხულში ჰოლანდი უკვე მანჩესტერული კლუბის წევრი იყოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნორვეგიელი თავდამსხმელი პეპ გვარდიოლასთვის პრიორიტეტულ ტრანსფერს წარმოადგენს.

დორტმუნდის ბორუსიასთან მოქმედი კონტრაქტი ერლინგ ჰოლანდ 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული პირგასამტეხლოს პუნქტის მიხედვით ამ უკანასკნელს 2022 წლის ივნისის ბოლოს € 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია გერმანული გრანდის დატოვება.

აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს თანხა, შესაძლოა, € 90 მილიონ ევრომდე გაიზრდება, თუ ამ სეზონში გარკვეული მიზნები შესრულდება.

The Times-ის ინფორმაციით ნორვეგიელი თავდამსხმელით პარი სენ-ჟერმენი, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ