ხაბიბ ნურმაგომედოვი საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს

«საუკეთესო ისტორიის განმავლობაში. ასე გააგრძელე ჩემპიონო. მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს აძლევ სტიმულს», — წერს ხაბიბ ნურმაგომედოვი ინსტაგრამზე, სადაც პორტუგალიელ ფორვარდთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
რუსმა სპორტსმენმა ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო, სადაც 36-წლის პორტუგალიელი ხუმრობით ცდილობს ფეხში შესვლას, ასევე საუბრობს პოლ პოგბასა და მანჩესტერელთა ყოფილ მცველთან რიო ფერდინანდთან.