პსჟ თუ მადრიდის რეალი? სად წავა ჰოლანდი

პსჟ თუ მადრიდის რეალი? სად წავა ჰოლანდი იმ შემთხვევაში თუ კილიან მბაპე ფრანგულ კლუბს დატოვებს პარიზელების ამ უკანასკნელის შემცვლელად დორტმუნდის ბორუსიის თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს შეიძენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით პარი სენ-ჟერმენის სპორტულმა დირექტორმალეონარდომ უკვე დაიწყო 21-წლის ფეხბურთელის აგენტთან მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები.


აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ კილიან მბაპე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. აღნიშნული კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში სრულდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მბაპეს მადრიდის რეალში სურს გადასვლა.

უკვე ცნობილია, რომ ჰოლანდის ხელშეკრულებაში წერია გამოსყიდვის პუნქტი. ამრიგად პარიზელებს მის სანაცვლოდ კონტრაქტის მიხედვით 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ხელშეკრულების მიხედვით დორტმუნდელები იმ კლუბთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომელსაც თავად ფეხბურთელი აირჩევს.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ