რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედის შედეგებზე საუბრობს

რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედის შედეგებზე საუბრობს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი, გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე საუბრობს. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში სულშერის გუნდმა ვილიარეალთან 2:1 იმარჯვა, ხოლო პრემიერ ლიგის VII ტურში ევერონთან ფრეს დასჯერდა.

«ისეთი მატჩები, როგორც ევერტონთან იყო, მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენ გუნდს და საშუალებას არ გვაძლევს პრემიერ ლიგაში ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. იდენტური სიტუაცია იყო გასულ სეზონშიც. მანჩესტერს ვილიარეალთან გაუმართლა, თუმცა საგანგაშო სიგნალი იყო.

ჩვენ უკვე დავკარგეთ ქულები, დავმარცხდით ასტონ ვილასთან, ახლა კი ევერტონის დამარცხება ვერ შევძელით. ამ გუნდების მიმართ მთელი პატივისცემისდა მიუხედავად - ჩვენ მათ უნდა მოვუგოთ. ამის გაკეთება მარტივი არ არის, თუმცა თუ ჩემპიონობა გინდა ასეთ გუნდები უნდა გაანადგურო.

4-5 ტურის წინ მიგვაჩნდა, რომ პრემიერ ლიგის მოგების კარგი შანსები გვქონდა. ახლა იმავე შედეგებს ვხედავთ, რამაც გასული სეზონი გაგვიფუჭა. სხვა ფეხბურთელები - იმავე შედეგები
», — რიო ფერდინანდის სიტყვებს ციტირებს Metro.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ