კილიან მბაპე ლიონელ მესის ტრანსფერზე: არ წარმომედგინა რომ...

კილიან მბაპე ლიონელ მესის ტრანსფერზე: არ წარმომედგინა რომ... კილიან მბაპე, რომელიც ამ მომენტში ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს, ცნობილ გამოცემა L'Equipe-თან ინტერვიუში კატალონიის ბარსელონადან ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ არგენტინელი ესპანურ გრანდს დატოვებდა.

«არასდროს წარმომედგინა, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში გადმოვიდოდა. ის ერთ-ერთ იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც განვათავსებდი კატეგორიაში: შეუძლებელია, რომ ამ ადამიანთან ერთად ერთ გუნდში ვითამაშო. არ მჯეროდა, რომ ის როდესმე კატალონიის ბარსელონას დატტოვებდა.

არგენტინელი ყველას ეკონტაქტება კლუბში, ცდილობს თავისებურად ინტეგრირებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მორცხვობს. მოედანზე კი თამამია.

საოცარია ის ფაქტი, რომ ლიონელ მესიმ კარიერის განმავლობაში კატალონიის ბარსელონას მაისურის გარდა მხოლოდ პსჟ-ს ფორმა მოირგო
», — კილიან მბაპეს სიტყვებს ციტირებს L'Equipe.

შეგახსენებთ, რომ 34-წლის არგენტინელი ფორვარდი კატალონიის ბარსელონას 2021 წლის აგვისტოში დაემშვიდობა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ