თომას მიულერი აინტრახტთან მარცხზე საუბრობს

თომას მიულერი აინტრახტთან მარცხზე საუბრობს თომას მიულერი, რომელიც ამ მომენტში მიუნხენური კლუბის ღირსებას იცავს, ბუნდესლიგის VII ტურში ფრანკფურტის აინტრახტთან მარცხს გამოეხმაურა.

«იმედგაცრუებულნი ვართ, გაბრაზებულები და გაღიზიანებულები. არც კი ვიცი რომელი სიტყვა მიესადაგება ამ სიტუაციას. ეს ის შეხვედრაა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა წაგვეგო. მთლიანობაში ეფექტიანობამ დაგვაღალატა.

საგრძნობი იყო, რომ არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა. უსიამოვნოა, რომ ჩვენ კართან პირველივე მომენტი გოლით დასრულდა. ჩვენ არასაკმარისად ეფექტურები ვიყავით, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. იმ მცირე საგოლე მომენტებიდან, რომელიც აინტრახტს ქონდა ორჯერ მოახერხეს ჩვენი კარის აღება.

ერთმნიშვნელოვნად, ყველაფერი სწორად ვერ გავაკეთეთ, თუმცა შეგრძნებებით ამ შეხვედრაში გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა. უსიამოვნოა მარცხი, თუმცა ეს ლიანდაგებიდან ვერ ამოგვაგდებს
», — თომას მიულერის სიტყვებს ციტირებს რეკორდმაისტერის პრესს-სამსახური.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ