რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის პირველ მარცხზე

რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის პირველ მარცხზე რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ამ მომენტში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს ბუნდესლიგის VII ტურში ფრანკფურტის აინტრახტთან მარცხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარცხი მისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო.

«მტკივნეულია, რომ გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ. იმედგაცრუებულნი ვართ, ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა. ამ მარცხით დასკვნები უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ», — რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს ციტირებს რეკორდმაისტერის პრესს-სამსახური.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნისთვის ეს პირველი მარცხია, რეკორდმაისტერი 16 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზეა. თავის მხრივ ფრანკფურტის აინტრახტი 8 ქულით სატურნირო ცხრილი 13-ე ადგილზეა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ