ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსის პირველ წინასასეზონო მატჩს გამოტოვებს

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსის პირველ წინასასეზონო მატჩს გამოტოვებს ბრუკლინის წინააღმდეგ გასამართ პირველ წინასასეზონო მატჩს ლეიკერსის ოთხი კალათბურთელი გამოაკლდება. აღნიშნულ ინფორმაციას USA Today-ს ჟურნალისტი ავრცელებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით.

ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ ლებრონ ჯეიმსი, რასელ ვესტბრუკი, კარმელო ენტონი და ტრევორ არიზა. მოსალოდნელია, რომ ენტონი დევისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა მოედანზე მხოლოდ ერთ-მეოთხედს გაატარებს.

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ