ტრავმის გამო პაულო დიბალა არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება

ტრავმის გამო პაულო დიბალა არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება ტურინის იუვენტუსისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი პაულო დიბალა ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, ინფორმაციას არგენტინის ნაკრების პრესს-სამსახურის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

საწყის ეტაპზე 27-წლის ფორვარდი შემადგენლობაში იყო შეყვანილი, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ ნათელი გახდა, რომ არსებული ტრავმის გამო დიბალა ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ მოახერხებს.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი - საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 8 ოქტომბერს არგენტინა პარაგვაის ნაკრებს ეწვევა სტუმრად. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ