გარი ლინეკერი კრიშტიანუ რონალდუს გასაოცარ ფეხბურთელს უწოდებს

გარი ლინეკერი კრიშტიანუ რონალდუს გასაოცარ ფეხბურთელს უწოდებს გარი ლინეკერი - წარსულში ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამოეხმაურა და კრიშტიანუ რონალდუს გასაოცარი ფეხბურთელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა 95-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდის გატანილი გოლის წყალობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა ვილიარეალი.


«ვაუ! შეხვედრის 95-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეუჩერებელი კრიშტიანუ რონალდუსგან! გასაოცარი ფეხბურთელი», — წერს ტვიტერის გვერდზე გარი ლინეკერი.

გაცნობებთ, რომ ვილიარეალთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გამართული 2 შეხვედრიდან ინგლისელებს 3 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ. 20 ოქტომბერს მანჩესტერელები ატალანტას დაუპირისპირდებიან.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ