ლაუტარო მარტინესი: ეს ჩემი პირველი ფინალია

"ინტერთან" ერთად პირველი ტიტულის მოგება მწადია. ეს ფანტასტიკური რამ იქნებოდა. ეს არის ჩემი პირველი ფინალი, რა დროსაც ტიტულის მოპოვების შანსი მიჩნდება. "ინტერი" ამ შესაძლებლობასთან ძალიან ახლოს დგას. ჩვენ გვაქვს შანსი, გვაქვს შესაძლებლობა და ვაპირებთ, რომ შესატყვისად წარმოვჩინდეთ ამ ორთაბრძოლაში."-ციტირებს "უეფას" ოფიციალური ვებ-გვერდი ლაუტარო მარტინესის სიტყვებს.
ევროპის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც "ინტერმა" დონეცკის "შახტარი" დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა, ლაუტარო მარტინესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. იმ თამაშში ახალგაზრდა შემტევმა 2 გოლის და 1 შედეგიანი გადაცემის გაფორმება შეძლო.