Le10sport: ვენგერმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა

Le10sport:  ვენგერმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა ლონდონის "არსენალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს, შესაძლებლობა ჰქონდა სამწვრთნელო საქმიანობას ესპანეთში დაბრუნებოდა. Le10sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდილმა სპეციალისტმა სულ ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" მხრიდან შეთავაზება მიიღო. შეგახსენებთ,  კატალონიელებს მოცემულ მომენტში ენრიკე სეტიენ სოლარი წვრთვნის.

"ბარსას" ხელმძღვანელობას სეტიენის შეცვლა სურს, სწორედ ამ მოტივით ისინი არსენ ვენგერს დაუკავშირდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა კატალონიელთა წინადადებაზე უარი განაცხადა და ფოკუსირება FIFA-ში მუშაობაზე არჩია -აღნშნავს გამოცემა.

აღსანშნავია, რომ ლონდონის "არსენალიდან" წასვლის შემდგომ ვენგერმა უამრავი წინადადება მიიღო, თუმცა თითოეულ მათგანზე უარი განაცხადა. გასული წლის ნოემბერში ვენგერმა FIFA-ს რიგებში მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა. იგი ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას კურირებს. ლონდონის "არსენალის" რიგებში კი არსენ ვენგერი შორეული 1996 წლიდან მოღვაწეობდა. 2018 წლამდე მან ჯამში 17 ტიტულს მოუყარა თავი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.