გიგა ჭიკაძე დანა უაითს შეხვდა

გიგა ჭიკაძე დანა უაითს შეხვდა UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მსოფლიოს ყველაზე დიდი MMA პრომოუშენის პრეზიდენტს დანა უაითს შეხვდა. ამ შეხვედრამდე, ქართველმა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან სატიტულო ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

«თუ ეს პოსტი მილიონ მოწონებას მოაგროვებს დანა უაითი სატიტულო ბრძოლას მოაწყობს! წავედით», — წერს გიგა ჭიკაძე ინსტაგრამზე, სადაც UFC-ს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა უკანასკნელად ედსონ ბარბოზასთან იჩხუბა, რომელიც 29 აგვისტოს ლას-ვეგასში გაიმართა და საღამოს მთავარი ივენთი იყო. ბრძოლა მესამე რაუნდში დასრულდა, მას შემდეგ, რაც მსაჯმა ბრაზილიელს ტექნიკური ნოკაუტი დაუფუქსირა.

გიგა ჭიკაძისთვის ეს რიგით 14 ბრძოლა იყო კარიერაში, მათ შორის მე-7 UFC-ში.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ