«ბარსელონა» ახალი მწვრთნელის ძიების აქტიურ ფაზაშია

«ბარსელონა» ახალი მწვრთნელის ძიების აქტიურ ფაზაშია სპორტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის ბარსელონამ საბოლოოდ გადაწყვიტა მთავარი მწვრთნელის შეცვლა და ამ მომენტისთვის კანდიდატის ძიების აქტიურ ფაზაში იმყოფება.

ფაბრიციო რომანო ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბარსელონა ყველა კანდიდატურას თანაბრად განიხილავს. კლუბის მესვეურებმა რონალდ კუმანის შემცვლელის რამდენიმე კანდიდატთან ერთდროულად დაიწყო მოლაპარაკებები.


შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიელები ბენფიკასთან გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. პირველ შეხვედრაში ესპანური გრანდი რეკორდმაისტერთანაც იდენტური ანგარიშით დამარცხდა და ამ მომენტში ჯგუფური ეტაპის ცხრილის ბოლო საფეხურს იკავებს.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ