კურიოზი - ფენერბახჩემ ტრანსფერის თანხა შეცდომით ავტოსალონში გადარიცხა

კურიოზი - ფენერბახჩემ ტრანსფერის თანხა შეცდომით ავტოსალონში გადარიცხა ფენერბახჩეს პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლუბმა მიჰა ზაიკის სატრანსფერო უფლებებისთვის გათვალისწინებული თანხა შემთხვევით კომპანიას გადაურიცხა, რომელიც ავტომობილებს ყიდის.

შეგახსენებთ, რომ თურქულ კლუბს 830 000 ევრო ემპოლისთვის უნდა გადაერიცხა, საიდანაც მიჰა ზაიკი 2019 წელს ფენერბახჩეში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბისთვის ბოლო ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო.

ფენერბახჩემ შეცდომით აღნიშნული თანხა ნიდერლანდულ კომპანიას გადაურიცხა, რომელიც ავტომობილების გაყიდვით არის დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელსაც შეცდომით ჩაურიცხეს თანხა, ფულის უკან დაბრუნებაზე უარს ამბობს. თურქულმა კლუბმა უკვე მიმართა სასამართლოს ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
2021 წლის აგვისტოში სასამართლომ ფენერბახჩეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიას ფულის დაბრუნება დაავალდებულეს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ