რა პირობით დარჩება რობერტ ლევანდოვსკი «ბაიერნში»

რა პირობით დარჩება რობერტ ლევანდოვსკი «ბაიერნში» რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2014/15 წლების სეზონიდან იცავს მზადაა რეკორდმაისტერთან მოქმედი ხელშეკრულება გააფორმოს, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ.

Bild-ის ინფორმაციით პოლონელ ფორვარდს სურს ბავარიული გრანდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელობა. კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ასაკის მიუხედავად ბაიერნში დარჩეს.

მოქმედი ხელშეკრულება 33-წლის თავდამსხმელს 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერის მაისურით რობერტ ლევანდოვსკიმ ჯამში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ