კალათბურთელებს რომლებიც ვაქცინას არ გაიკეთებენ NBA შეზღუდვას უწესებს

კალათბურთელებს რომლებიც ვაქცინას არ გაიკეთებენ NBA შეზღუდვას უწესებს ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად NBA-მ 2021/22 წლების სეზონისთვის ვაქცინირებული და არავაქცინირებული კალათბურთელებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლი გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით არავაქცინირებული კალათბურთელები ყოველდღიურ ტესტირებას ჩაიტარებენ კორონა ვირუსზე. სოციალური დისტანცია გუნდის შეკრებებზე 2 მეტრი იქნება. აკრძალული იქნება ასევე საკვების მიღება ერთ ოთახში სხვა კალათბურთელთან.

ESPN წერს, რომ კალათბურთელებს აეკრძალებათ ბარების, რესტორნების, კლუბებისა და სხვა გასართობი ცენტრების ვიზიტი. აკრძალულია ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრაც.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს კალათბურთელების თითქმის 90% ვაქცინირებულია, თუმცა არის რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებიც საჯაროდ გამოდიან ვაქცინაციის წინააღმდეგ.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ