ისრაელ ადესანია ჯონ ჯონსის დაკავებას გამოეხმაურა

ისრაელ ადესანია ჯონ ჯონსის დაკავებას გამოეხმაურა ისრაელ ადესანია, რომელიც ამ მომენტში საშუალო წონაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონია, ნახევრად-მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონის, ჯონ ჯონსის, დაკავებას გამოეხმაურა.

«დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი კიდევ ერთ შანსს მისცემთ მას. ვფიცავ, ვამბობდი, რომ ის კვლავ ჩაისვრიდა, ვამბობდი ჯონსი არ შეიცვალა. თავის დროზე მეც ვუშვებდი შეცდომებს, თუმცა შეცდომებზე ვსწავლობდი. არამგონია, რომ ეს პირველად მოხდა მის სახლში, თუმცა კი... ყველას პოზიტივს გისურვებთ», — წერს ადესანია ტვიტერის საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ჯონსი ლას ვეგასში დიდების დარბაზის ცერემონიალის შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს.
MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ