რა გავლენა იქონია კრიშტიანუ რონალდუმ «იუვენტუსზე»

რა გავლენა იქონია კრიშტიანუ რონალდუმ «იუვენტუსზე» ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ამ მომენტისთვის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს, გამოცემა football italia-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

«იყო მოსაზრება, რომ ერთ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი მსოფლიოს საუკეთესოს, შეეძლო იუვენტუსისთვის გამარჯვების გარანტირება. კრიშტიანუმ ჩვენზე დიდი ზეგავლენა იქონია. მასთან ერთად ვარჯიშიც კი რაღაც ექსტაორდინარულია. ფეხბურთელებმა ქვეცნობიერად დაიწყეს ფიქრი, რომ მისი გუნდში არსებობა გამარჯვების გარანტი იქნებოდა.

რაღაც პუნქტებში მოვუკელით, მორჩილებაში, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაში, პარტნიორთან ყოველ დღე ყოფნის ძალისხმევაში. ბოლო წლების განმავლობაში ეს შესამჩნევი იყო.

გასულ სეზონში ჩვენ მეოთხე ადგილზე გავედით და იტალიის თასი მოვიგეთ, რადგან კვლავ გუნდი გავხდით. იმდენად დამუხტულები ვიყავით, რომ რომრლიმე თამაშის წინ გასახდელში ხის ჯოხი, რომ შემოგეგდოთ ცეცხლი წაეკიდებოდა.

აქამდე მსგავსი ენერგია გვაკლდა. შესაძლოა, მივეჩვიეთ, რომ თუ რონალდუს პასს მისცემ ის გამარჯვებას მოგიტანს.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუც ისევე საჭიროებს გუნდს, როგორც გუნდი მას. საჭიროა ურთიერთდახმარება, რადგან სწორედ გუნდი ადიდებს ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა
», — ლეონარდო ბონუჩის სიტყვებს ციტირებს Football Italia.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ