ჯონ ჯონსი დომენიკ რეიესთან შესაძლო რევანშზე საუბრობს

ჯონ ჯონსი დომენიკ რეიესთან შესაძლო რევანშზე საუბრობს ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჯონ ჯონსი, დომენიკ რეიესის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯონსმა დივიზიონი მასთან რევანშის შიშის გამო დატოვა.

«როდესაც გუსტაფსონი პირველად დავამარცხე ოქტაგონში ყველაფრის დატოვება მომიწია, ხოლო შემდეგი ბრძოლა რეიესთან კომფორტულად მოვიგე ქულებით. გუსმა იმ ადგილისკენ მიბიძგა, სადაც მას შემდეგ არასდროს ვყოფილვარ», - წერს ჯონსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

«რევანშ მატჩებში დი სი და გუსი სიტყვის სრული მნიშვნელობით გავანადგურე. ახლა კი პირველად კარიერაში რევანშის მეშინია? ვისაც ამის გჯერათ სახეში სილა გაიწანით».

UFC-ს ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში ვაკანტური ტიტულისთვის 26 სექტემბერს დომენიკ რეიესი და იან ბლაჰოვიჩი იბრძოლებენ. ჯონსმა პოლონელი მებრძოლის ინგლისურზე გაიხუმრა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში სახალისო შეცდომა დაუშვა.

«სხვა საქმეა იანი, რომელმაც ჩემი სუსტი წერტილი იპოვა და "ფისტინგით" დამემუქრა, რის შემდეგაც თეთრი დროშა გამოვფინე», - გაიხუმრა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ს ლეგენდამ მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობა დაანონსა, თუმცა ზუსტად როდის და ვისთან ექნება პირველი ბრძოლა ჯერ-ჯერობით უცნობია.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.