ტონი კროოსი: საუკეთესოებმა რეალში უნდა ითამაშონ

ტონი კროოსი: საუკეთესოებმა რეალში უნდა ითამაშონ ტონი კროოსი, რომელიც ამ მომენტისთვის მადრიდის რეალის ღირსებას იცავს კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს. გამოცემა Goal-თან ინტერვიუში გერმანელი აღნიშნავს, რომ ფრანგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

«ზაფხულში უკვე გამოვთქვი სურვილი, რომ კილიან მბაპე ჩვენს გუნდში გადმოსულიყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც კარგი გუნდი გვყავს. შევხედოთ რა მოხდება მომავალში, მიჭირს საუბარი, რადგან გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ.

მბაპეს თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. ფრანგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ჩვენ ვიცით, რომ მადრიდის რეალი მის გაფორმებას ცდილობდა, თუმცა რაღაც არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ კილიანი რეალში არ გადმოსულა ყველაფერი გრძელდება.

ჩვენ დავალებებს თავს კარგად ვართმევთ, თუმცა ჩემი მოსაზრება უცვლელია: საუკეთესოებმა რეალში უნდა ითამაშონ, მბაპე კი ერთ-ერთი საუკეთესოა
», — ტონი კროოსის სიტყვებს ციტირებს გამოცემა Goal.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ