ზამთარში კილიან მბაპე პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ზამთარში კილიან მბაპე პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს კილიან მბაპე, რომელიც ამ მომენტისთვის პსჟ-ს ღირსებას იცავს, სავარაუდოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პარიზულ კლუბს დატოვებს. AS-ის ინფორმაციით ფრანგი ფეხბურთელი ზამთარში ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

AS იტყობინება, რომ მბაპეს რამდენიმე მიზეზი აქვს, რის გამოც ამ უკანასკნელს პარი სენ-ჟერმენის დატოვება სურს. პირველ რიგში მისთვის მიუღებელია მომატებული კონკურენცია, რომელიც ფეხბურთელებს შორის არის. კილიანი შიშობს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

მეორე რიგში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მბაპე გულშემატკივრების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. კილიანს მუდმივად უსტვენენ, რაც ფეხბურთელისთვის უკმაყოფილების საგანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მპაბეს მოქმედი კონტრაქტი პსჟ-თან 2022 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილი. ეს უკანასკნელი ფრანგული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კილიან მბაპეს გადაბირებას მადრიდის რეალი ცდილობდა, თუმცა ბოლო მომენტში პარიზელებმა შეთანხმება ჩაშალეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ