კამარუ უსმანი UFC-ს საუკეთესო მებრძოლია

კამარუ უსმანი UFC-ს საუკეთესო მებრძოლია ჯონ ჯონსის დაკავებიდან რამდენიმე დღეში UFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა კამარუ უსმანმა UFC-ს ტიტულის ყოფილი მფლობელი რეიტინგის პირველი საფეხურიდან ჩამოაქვეითა და წონის მიუხედავად ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლი გახდა.

ორგანიზაციის P4P რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება მოახერხა UFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოსვკიმაც, რომელმაც გასულ უქმეებზე ბრაიან ორტეგასთან გამართა ბრძოლა და ტიტულის დაცვა მოახერხა. ავსტრალიელი მეოთხე პოზიციიდან მესამეზე გადავიდა და ამრიგად ისრაელ ადესანიას გადაუსწრო.

ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლის შემდეგ სწორედ ჯონ ჯონსი იკავებდა რეიტინგის პირველ საფეხურს. ეს უკანასკნელი ოქტაგონში ბოლოს გასული წლის თებერვალში ვიხილეთ. ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დომინიკ რეიესი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანი ტიტულის დასაცავად მორიგ ბრძოლას 6 ნოემბერს ნიუ-იორკში გასამართ UFC 268 ტურნირზე გამართავს, სადაც რევანშის აღებას კოლბი კოვინგტონი ეცდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ