სულშერი: მანჩესტერი ვალდებულია გაიმარჯვოს

სულშერი: მანჩესტერი ვალდებულია გაიმარჯვოს ულე გუნარ სულშერი, რომელიც ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს განმარტავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის ტიტულების მოგება.

«წნეხი ეს პრივილეგიაა. ასეთ გარემოებაში მუშაობისას უნდა მიიღო შექმნილი წნეხი. თუ გარი ნევილი ამბობს, რომ მიმდინარე ან შემდეგ სეზონში ჩვენ ტიტულები უნდა მოვიპოვოთ და გავითვალისწინებთ მიღებულ მხარდაჭერას, პროცესი დადებითად მიმდინარეობს. მხარდაჭერიდან გამომდინარე მივიჩნევ, რომ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით.

ჩვენს შემთხვევაში ყველაფერს შედეგი წყვეტს, აქ გამარჯვებისთვის ვართ. დიახ, ჩვენ შესამჩნევად მოვუმატეთ, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ მოლოდინი გაიზარდა. აქ გამარჯვებისთვის ვარ, გარიმ კარგად იცის ეს, მასთან ხშირად ვსაუბრობ და ვიცი, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ვალდებულია გაიმარჯვოს. გამარჯვებასთან ერთად აუცილებელია გარკვეული თამაშის სტილიც ვაჩვენოთ.

ზოგჯერ ეს რისკია, რამდენიმე მარცხი გვქონდა. ლიგის თასზე ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ შემადგენლობა, თუმცა სწორედ ასე მიგვყავს ჩვენ საქმე და იმედი მაქვს, რომ აპრილი-მაისში ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ, რომლების დაბრუნებაც ასე გვსურს ოლდ ტრაფორდზე
», – ამბობს ულე გუნარ სულშერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ