ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირი დაიღუპა

ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირი დაიღუპა როჯერ ჰანტი - ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად Sky Sports-მა გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.


როჯერ ჰანტმა კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ლივერპულში გაატარა. ინგლისის ჩემპიონატში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, რომლის აქტივშიც 244 გოლია 404 ჩატარებულ შეხვედაში. ჯამში წითლების შემადგენლობაში ამ უკანასკნელმა 492 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 285-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ