ლუკას ოკამპოსი: ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესოა

«ლეო უბრალო ბიჭია. ის ისეთივეა, როგორსაც ხედავთ მოედანზე და კამერების წინ. მესი გაგრძნობინებს, რომ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანია. მიუხედავად იმისა, რომ ლეო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ის მშვიდია, მოკრძალებული და უშუალო პიროვნება ურთიერთობაში.
ნამდვილად, რთულია შეეგუო იმ ინფორმაციას, რომ ლეო ბარსელონაში აღარ თამაშობს და ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვეღარ ვითამაშებთ.
მიმაჩნია, რომ საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაშით შენ შეგიძლია შენი თავიდან ყველაფერი საუკეთესო გამოიტანო. ლა ლიგისთვის ლიონელ მესი დიდი დანაკლისია», – ამბობს ლუკას ოკამპოსი.