რატომ წავიდა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან

რატომ წავიდა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წელს ინგლისური კლუბი დატოვა.

«რონალდუ რეალში გადასვლაზე ოცნებობდა. მე წინააღმდეგი არ ვიყავი. მადეირელმა ბიჭმა ჩვენთან ექვსი შესანიშნავი წელიწადი გაატარა. ვფიქრობ, ჩვენ თავი დავალებას კარგად გავართვით. გაგვიჩნდა შანსი მისი შემცვლელი გვეპოვნა. ავიყვანეთ ანტონიო ვალენსია. ჩვენს რიგებში ეს უკანასკნელი შესანიშნავად თამაშობდა. გაგვიმართლა.

ვიცოდი, რომ რონალდუ ასეთი კარგი ფეხბურთელი იქნებოდა. ვიცოდი, რომ რეალში დიდებული გახდებოდა. მადრიდში ყოველთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ. ესპანურმა გრანდმა არაერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. ნებისმიერი ძლიერი ფეხბურთელის სურვილია მადრიდში თამაში
», — სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებს ციტირებს მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ