პეპ გვარდიოლა ბერნარდო სილვას შესახებ საუბრობს

პეპ გვარდიოლა ბერნარდო სილვას შესახებ საუბრობს პეპ გვარდიოლა, რომელიც ამ მომენტში მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს, ცნობილ სპორტულ გამოცემა Goal-თან ინტერვიუში ბერნარდო სილვას სავარაუდო გუნდიდან წასვლას გამოეხმაურა.

«მინდა ბერნარდო ბედნიერი იყოს აქ ან სხვაგან. მინდა მას ბედნიერება ვუსურვო, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებს. სილვას შესანიშნავად აქვს განვითარებული ინტუიცია, მან ზუსტად იცის როგორ ითამაშოს და როგორ იწინასწარმეტყველოს მოვლენები. ინგლისის ჩემპიონატის მეორე ჩემპიონის ტიტული არასდროს დამავიწყდება, როდესაც ჩვენს აქტივში 98 ქულა იყო. ბერნარდო ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. დიახ, ის უბრალოდ ნომინირებული იყო, თუმცა ბერნარდო ნამდვილად საუკეთესო გახლდათ.

სეზონის დასრულების შემდეგ თუ წასვლას გადაწყვეტს, ეს მისი ნება იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: კლუბი, რომელიც სილვას შეიძენს, შემადგენლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ეყოლება. ბედნიერია თუ არა ახლა? შეუძლებელია ასე ითამაშო, როდესაც უბედური ხარ. შეუძლებელია
», — ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ