კოუტინიო: დიდებული ფინალი გველის

"მე ბოლომდე ამ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ. ეს ჩვენთვის უნიკალური შანსია. ჩემს მომავალთან დაკავშირებით არ ვფიქრობ, ახლა მთელი ყურადღღება ამ ფინალისკენაა მიმართული. რაც შეეხება ნეიმარს, მასთან ჯერჯერობით არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, იგი ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციით არის და საკუთარ გუნდთან ერთად გადის მზადებას, მე კი ჩემს გუნდთან ერთად ვარ."
"პარი სენ-ჟერმენი" საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, მათ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ. ვფიქრობ არ მჭირდება იმის ახსნა, რამდენად კარგი ფეხბურთელია ნეიმარი. ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მათ ასევე საკმაოდ ხარისხიანი დაცვა ჰყავთ. წინ დიდებული ფინალი გველის."-ციტირებს გამოცემა Esporte Interativo ფილიპე კოუტინიოს სიტყვებს.