მანჩესტერ სიტი ქრისტოფერ ნკუნკუს შეძენას გეგმავს

მანჩესტერ სიტი ქრისტოფერ ნკუნკუს შეძენას გეგმავს ქრისტოფერ ნკუნკუ, რომელიც ამ მომენტისთვის ლაიფციგის ღირსებას იცავს უახლოეს პერიოდში შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. გამოცემა Fichajes-ს ინფორმაციით ფრანგი ფეხბურთელით მანჩესტერ სიტია დაინტერესებული.

15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში 23-წლის ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტის სამი გოლი გაუტანა. როგორც ჩანს ქრისტოფერ ნკუნკუს თამაშით ინგლისელები მოხიბლულნი დარჩნენ და მისი სატრანსფერო უფლებების შეძენა გადაწყვიტეს.

Transfermarkt-ის ინფორმაციით 23-წლის ფრანგის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 43 მილიონ ევროს შეადგენს. ქრისტოფერ ნკუნკუს მოქმედი კონტრაქტი ლაიფციგთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ ლაიფციგის მაისურით ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 23-წლის ფრანგის აქტივში 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ