ჩელსი მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ € 120 მილიონს იხდის

ჩელსი მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ € 120 მილიონს იხდის მატიას დე ლიხტი, რომელიც ამ მომენტისთვის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს, შესაძლოა მალე ლონდონის ჩელსის რიგებში ვიხილოთ. სპორტული გამოცემა As-ის ინფორმაციით არისტოკრატები ნიდერლანდელის გაფორმებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ეცდებიან.

As-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ 22-წლის ნიდერლანდელის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლონდონელები მზად არიან € 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ტურინელების შემადგენლობაში ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გატანილი გოლის ავტორი გახდა. Transfermarkt-ის ინფორმაციით მატიას დე ლიხტის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 75 მილიონ ევროს შეადგენს.

2022 წლის ზაფხულიდან ნიდერლანდელის ხელშეკრულებაში გააქტიურდება გამოსასყიდი თანხის პუნქტი, რომელიც კონტრაქტის მიხედვით € 150 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება დე ლიხტს 2024 წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ