ჩარლზ ბარკლი ისტორიაში სამ საუკეთესო გამთამაშებელს ასახელებს

ჩარლზ ბარკლი ისტორიაში სამ საუკეთესო გამთამაშებელს ასახელებს ჩარლზ ბარკლი - NBA-ს ყოფილი მოთამაშე, დღეს დღეისობით კი ექსპერტი ეროვნული კალათბურთის ასოციაციის ისტორიაში სამ საუკეთესო გამთამაშებელს ასახელებს.

«ისტორიაში სამი საუკეთესო გამთამაშებელი — ჯონ სტოკტონი, გერი პეიტონი და ჯეისონ კიდი. ასეთ ბიჭებთან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. კევინ ჯონსონი? ის საუკეთესო გამთამაშებელი იყო შედეგიანობის თვალსაზრისით.

კარლ მელოუნი დიდებული მოთამაშე გახლდათ, თუმცა მან ქულები მხოლოდ ჯონ სტოკტონის გადაცემებით მოაგროვა. მე ისეთ ადამიანთან ერთად არასდროს მითამაშია, რომელიც მოედანზე მე მეძებდა
», — ჩარლზ ბარკლის სიტყვებს ციტირებს Open Court.

ბარკლიმ უკვე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მაიკლ ჯორდანთან აღარ მეგობრობს. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა, რომ ლეგენდარულ კალათბურთელს ხშირად პასუხობდა სიმართლეს რთულ კითხვებზე, რაც განხეთქილების მიზეზი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ