ლიონელ მესიმ და მარკო ვერატიმ ვარჯიშები განაახლეს

ლიონელ მესიმ და მარკო ვერატიმ ვარჯიშები განაახლეს მარკო ვერატი და ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ. ფრანგული სპორტული გამომცემლობა RMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორივე ფეხბურთელმა განაახლა ვარჯიშები.

წყაროს ცნობით მესიც და ვერატიც შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის მისაღები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ სიტის შორის 28 სექტემბერს გაიმართება. ინგლისელებმა პირველ ტურში ლაიფციგი დაამარცხეს 6:3.

თავის მხრივ პარიზელებმა ბრიუგესთან ფრე 1:1 ითამაშეს. არგენტინელმა ვარსკვლავმა ტრავმა ლიგა 1-ის შეხვედრაში, ლიონის წინააღმდეგ მიიღო. ტრავმის გამო ლიონელ მესიმ მეცისთან და მონპელიესთან შეხვედრები გამოტოვა.

რაც შეეხება მარკო ვერატის, ეს უკანასკნელი 5 სექტემბრის მერე არ გამოჩენილა მოედანზე.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ