კილიან მბაპე ნეიმარზე ნაწყენია

კილიან მბაპე ნეიმარზე ნაწყენია კილიან მბაპე, რომელიც ამ მომენტისთვის პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში ნეიმარის მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

RMC Sport-ის ინფორმაციით 88-ე წუთზე ცვლილების შემდეგ მბაპემ იდრისა გუიესთან საუბარში აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ნეიმარის ქმედებით უკმაყოფილოა.

«ის მე პასს არ მაძლევს», – თქვა მბაპემ მას შემდეგ, რაც ნეიმარმა საგოლე გადაცემა შეხვედრის 89-ე წუთზე იულიან დრაქსლერს გაუკეთა.

RMC Sport გვამცნობს, რომ დედაქალაქურ კლუბში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა, რაც პარი სენ-ჟერმენის რიგები ლიონელ მესით გაძლიერდა.

კილიან მპაბეს მოქმედი ხელშეკრულება ფრანგულ გრანდთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ