მწვრთნელებმა, რომლებმაც იმოქმედეს რობერტ ლევანდოვსკიზე

მწვრთნელებმა, რომლებმაც იმოქმედეს რობერტ ლევანდოვსკიზე რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ამ მომენტში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს El Pais-თან ინტერვიუში იმ მწვრთნელებზე საუბრობს, რომლებმაც მის კარიერასა და შეხედულებებზე ყველაზე მეტად იქონიეს გავლენა.

«იურგენ კლოპმა მასწავლა ზეწოლა, რომ მთელი სისწრაფით მიაღწიო მეტოქის კარამდე და გაიტანო გოლი. გვარდიოლასგან შევისწავლე ტაქტიკა, ამან 100 პროცენტით შეცვალა ჩემი წარმოდგენა ფეხბურთზე. კარლო ანჩელოტი დამეხმარა უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი, რაც მანამდე ძალიან მაკლდა», — რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს ციტირებს El Pais.

მიმდინარე სეზონში 33-წლის პოლონელმა ფორვარდმა რეკორდმაისტერის მაისურით ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის ავტორი გახდა. მიუნხენის ბაიერნი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ