რა ღირებულების სახლს ქირაობს ლიონელ მესი პარიზში

რა ღირებულების სახლს ქირაობს ლიონელ მესი პარიზში ლიონელ მესი - რომელიც ამ მომენტისთვის ფრანგული პსჟ-ს ღირსებას იცავს პარიზში ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში ქირაობს სახლს, რომელშიც დაახლოებით 20 000 ევროს იხდის თვეში.

RMC-ის ინფორმაციით მანამდე 34-წლის არგენტინელი ოჯახთან ერთად ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.

ლიონელ მესის ახლად ნაქირავები სახლის ჯამური ფართი 300 კვადრატული მეტრია. ორ სართულიან შენობაში 4 საძინებელია და ასევე საცხოვრებელს მცირე ბაღიც აქვს. ლიონელ მესის მეზობლები ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი არიან.

მიმდინარე სეზონში 34-წლის მესიმ პსჟ-ს მაისურით ჯამში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით ვერ გამოიჩინა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ