NBA-მ ენდრიუ უიგინზს ვაქცინისგან განთავისუფლებაზე უარი უთხრა

«NBA-მ განიხილა და უარით პასუხობს ენდრიუ უიგინზის თხოვნას, რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარე გაანთავისუფლოს იგი სან-ფრანცისკოს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნისგან, რომელიც ითვალისწინებს კორონა ვირუსის ვაქცინის გაკეთებას 12 წელს ზემოთ ყველა პირისთვის. პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მსხვილ ღონისძიებებზე დახურულ შენობებში. უიგინზი საშინაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას მანამდე ვერ შეძლებს, სანამ ქალაქის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს», — ნათქვამია განცხადებაში.
გოლდენ-სტეიტი პირველ წინასასეზონო მატჩს 7 ოქტომბერს საკუთარ კედლებში გამართავს. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველი შეხვედრას უორიორსი 20 ოქტომბერს ჩაატარებს. ამ დროისთვის უიგინზი ვაქცინირებული უნდა იყოს, სხვაგვარად გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.