ჰანდანოვიჩი : ძალიან ამაყი ვარ

"ინტერში" იმ იმედით მოვედი, რომ აქ ტიტულების მოპოვებას შევძლებდი. როგორც იქნა, გვეძლევა შესაძლებლობა, რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ აქ ვიმყოფები. ასეთი მატჩები ჩვენი გუნდის თანმდევი მოვლენა უნდა გახდეს."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი სამირ ჰანდანოვიჩის სიტყვებს.
ზემოხსენებულ ორთაბრძოლას ნიდერლანდების წარმომადგენლები განსჯიან. მსაჯთა ბრიგადის შემადგენლობაში შედიან : დანიელ მიკაელი, მარკო დიქსი და ჰესელ სტეგსტრა. სათადარიგო მსაჯი ბერძენი ეროვნების ანასტასიოს სიდოროპოლუსია. VAR სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი კი იოაჰიმ კამფხეი, რომელსაც დაეხმარება კევინ ბლომი და პოლონელი არბიტრი პაველ გილი.