ჩელსი მატიას დე ლიხტის გამო კუნდეზე უარს ამბობს

ჩელსი მატიას დე ლიხტის გამო კუნდეზე უარს ამბობს მატიას დე ლიხტი, რომელიც ამ მომენტში ტურინის იუვენტუსში ასპარეზობს, შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. გამოცემა The Star-ის ინფორმაციით ნიდერლანდელი მცველით ლონდონის ჩელსია დაინტერესებული.

არისტოკრატებს დაგეგმილი ჰქონდათ სევილიას მცველის ჟიულ კუნდეს შეძენა, თუმცა 22-წლის ნიდერლანდელის ტრანსფერზე კონცენტრირებისთვის ლონდონის ჩელსის მესვეურები ფრანგ ფეხბურთელზე უარს იტყვიან.

ლონდონელების მთავარ სატრანსფერო ამოცანად მატიას დე ლიხტი იქცა. 22-წლის მცველს მოქმედი კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ტურინელების შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა აქტივში.

transfermarkt-ის ინფორმაციით მატიას დე ლიხტის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 75 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ