მანჩესტერ სიტი და რეალი 22-წლის ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

მანჩესტერ სიტი და რეალი 22-წლის ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ კილიან მბაპე, რომელიც ამ მომენტისთვის პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს შესაძლოა მალე ნისლიან ალბიონზე ვიხილოთ. Daily Mail-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ფრანგი შემტევით მანჩესტერ სიტია დაინტერესებული.

22-წლის ფეხბურთელით ინტერესდება მადრიდის რეალიც, თუმცა სიტის მესვეურები მიზნად ისახავენ ამ ორთაბრძოლაში რეალს გადაასწრონ და კილიან მბაპე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სტარანსფერო პერიოდში გაიფორმონ.

მიმდინარე სეზონში 22-წლის მბაპემ პსჟ-ს მაისურით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლისა და 4 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

transfermarkt-ის ინფორმაციით კილიან მბაპეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 160 მილიონ ევროს შეადგენს. ფრანგ შემტევს მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ