დანა უაითი ჯონ ჯონსის დაკავებას გამოეხმაურა

დანა უაითი ჯონ ჯონსის დაკავებას გამოეხმაურა დანა უაითი - UFC-ს პრეზიდენტი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც პრომოშენის ყოფილ ჩემპიონს, ჯონ ჯონსს შეექმნა. შეგახსენებთ, რომ ჯონსი ლას ვეგასში დიდების დარბაზის ცერემონიალის შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს.

«რათქმაუნდა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და რითი დასრულდება სამართლებრივი კუთხით წარმოქმნილი დავა. ჯონსის ლას-ვეგასშ ჩამოყვანა ყოველთვის რთულია. აშკარაა, რომ ეს ქალაქი მისთვის არაა და აი კვლავ აქ ვართ. მისი დაკავება შოკს აღარ იწვევს, როდესაც ჯონსი ლას-ვეგასში მოგვყავს ეს ფაქტიურად მოსალოდნელია ხოლმე.

შეუძლებელია ჯონსი ლას-ვეგასში 12 საათით მაინც მოიწვიო, რათა დიდების დარბაზის წევრი გახდეს. ეს ნამდვილი პრობლემაა. ამ ბიჭს ბევრი დემონი ჰყავს. იწვევს თუ არა მის გარშემო განვითარებული მოვლენები შოკს? სინამდვილეში აღარ.

უკვე არსებობს მოლოდინი: ო, ეს ბიჭი ვეგასშია, საინტერესოა რა მოხდება დღეს?
შენ ყოველთვის იმედოვნებ, რომ იგი გამოსწორდა, მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე, როდესაც ჯონსი ლას-ვეგასში ჩამოდის ადასტურებს, რომ ამ ადგილს ვერ უმკლავდება
», – დანა უაითის სიტყვებს ციტირებს MMA Junki.

ჯონ ჯონსს 2020 წლის თებერვლის მერე არ უჩხუბია. ჯონ ჯონსმა მძიმე წონით კატეგორიაში დაბრუნება დააანონსა, თუმცა ამ დრომდე დებიუტი არ ჰქონია.
MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ