ბარსელონას მწვრთნელობის ახალი კანდიდატი გამოჩნდა

ბარსელონას მწვრთნელობის ახალი კანდიდატი გამოჩნდა ოსკარ გარსია, რომელიც ამ მომენტისთვის რეიმსის მთავარი მწრთნელის თანამდებობაზე მუშაობს, შესაძლოა კატალონიურ გრანდში ვიხილოთ. RMC Sport-ის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი რონალდ კუმანის შემცვლელად განიხილება.

წყაროს ცნობით ოსკარ გარსიას სახელი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის კრებაზე გაისმა, რომელზეც განიხილებოდა რონალდ კუმანის გუნდიდან განთავისუფლების საკითხიც.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ კატალონიელები სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილს იკავებენ. თავის მხრივ რეიმსმა გამართული 7 შეხვედრიდან 7 ქულის მოგროვება მოახერხა და ლიგა 1-ში მე-15 ადგილს იკავებს.

ოსკარ გარსიამ რეიმსთან ხელშეკრულება ამ ზაფხულს გააფორმა, რომლის ვადაც 2024 წლის ზაფხულში იწურება.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ