სულშერი: არ გამიკვირდება თუ რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს

სულშერი: არ გამიკვირდება თუ რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს ულე გუნარ სულშერი, რომელიც ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს გამოცემა Goal-თან ინტერვიუში პორტუგალიელ ფორვარდზე, კრიშტიანუ რონალდუზე, საუბრობს.

«არ გამიკვირდება, თუ რონალდუ 40 წლის ასაკში კიდევ ფეხბურთს ითამაშებს. პორტუგალიელი საკუთარ თავზე საოცრად ზრუნავს. რათქმაუნდა გენებიც თამაშობს დიდ როლს, თუმცა კრიშტიანუმ საკმაოდ დიდი ენერგია და შრომა ჩადო, რათა გამხდარიყო ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს არის», — სულშერის სიტყვებს ციტირებს Goal.

36 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი მანჩესტერ იუნაიტედში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა. კრიშტიანუ რონალდუმ წითელი ეშმაკების მაისურით სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლის ავტორი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
ზემოთ