აგენტი: «მანჩესტერ სიტის» ჯანო ანანიძის შეძენა სურდა

აგენტი: «მანჩესტერ სიტის» ჯანო ანანიძის შეძენა სურდა ჯანო ანანიძე, რომელიც ამ მომენტში თბილისის დინამოს ღირსებას იცავს, შესაძლოა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გამხდარიყო. Sport24-თან ინტერვიუში საფეხბურთო აგენტი ალან პრუდნიკოვი ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს.

«კლუბს ვეძებდი, რომელიც ჯანოს შეიძენდა. ანანიძე საოცრად ნიჭიერი ბიჭია. 14 წლიდან მას ვაკვირდებოდი. მანჩესტერ სიტის ჯანოს ყიდვა ტრავმის მიღებამდე სურდა, როდესაც სპარტაკში კარიერის საუკეთესო წლებს ატარებდა.

სპარტაკის გენერალური დირექტორი იმ მომენტისთვის ქართველის გაყიდვას არ განიხილავდა. ძალიან სამწუხაროა, მას ნათელი გონება აქვს და ევროპული ფეხბურთისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნებოდა
», — პრუდნიკოვის სიტყვებს ციტირებს Sport24.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე სპარტაკის ღირსებას 2009-დან 2019 წლამდე იცავდა. 2021 წლის აპრილიდან 28-წლის ქართველი თბილისის დინამოს მაისურით ასპარეზობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ